- Advertisement -

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბაზალეთში საზაფხულო სკოლა გახსნა

425

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბაზალეთში საზაფხულო სკოლა გახსნა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კონსტიტუციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.

უფროსკლასელებისა და სტუდენტების საზაფხულო სკოლა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პროექტის "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა ,,ინიციატივა“ ახორციელებს.

გიორგი აბაშიშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლის მონაწილეებს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდები თავად შექმნიან პროექტებს, რომლებსაც შემდეგ განახორციელებენ მშობლიურ ქალაქებში.

საუბარია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის ინიციატივის განხორციელებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად მოსახლეობაში კონსტიტუციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივა და სურვილი აქტიურად იყვნენ ჩართული კონსტიტუციის დღის აღნიშვნის პროცესში, 24 აგვისტოს.

Comments
Loading...