- Advertisement -

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი ბორჯომის ხანძარზე ინფორმაციას უშუალოდ იღებს

373

მესამე დღეა ბორჯომის ხეობაში ხანძარი მძვინვარებს. სტიქიას ებრძვიან მაშველები და მოსახლეობა. გუშინ საღამოს პემიერის დავალებით და მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საგანგებო შტაბი.

ამ დრომდე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. "აიპრესი" დაინტერესდა იუო თუ არა პრეზიდენტი საქმის კურსში სტიქიასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ პრეზიდენტი ინფორმაციას უშუალოდ შესაბამის უწყებებიდან იღებს, ხოლო განცხადებას აღნიშნულ საკითხზე დღეს გააკეთებს.

"ეს დღეებია პრეზიდენტი კავშირზეა პირადად შესაბამის უწყებებთან, ინფორმაციას ის უშუალოდ იღებს. დღეს არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და ასევე ამ თემასთან დაკავშირებითაც", – აღნიშნეს ადმინისტრაციაში. 

Comments
Loading...