- Advertisement -

პრეზიდენტის მრჩევლებმა საზღვარგარეთ მივლინებებში 20 თვეში 155 000 ლარამდე დახარჯეს

376

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს 20 თვეში – 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით 154 050 ლარი აქვთ დახარჯული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებში, – ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათგან, როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე მეტი საგარეო ურთიერთობათა მდივანს თენგიზ ფხალაძეს აქვს დახარჯული – 118 790 ლარი.

უფრო კონკრეტულად კი: პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში მოცემულ პერიოდში 3930 ლარი აქვს დახარჯული, პრეზიდენტს მრჩეველს ეთნიკურ საკითხებში 18 524 ლარი, პრეზიდენტის მრჩეველს, საგარეო ურთიერთობათა მდივანს თენგიზ ფხალაძეს 118 790 ლარი, პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს 1177 ლარი, პრეზიდენტის მრჩეველს, პოლიტიკურ მდივანს ფიქრია ჩიხრაძეს კი 11 629 ლარი. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველს ხელოვნებისა და კულრურის საკითხებში ელენე აბაშიძესა და პრეზიდენტის მრჩეველს ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძეს მივლინებაში თანხა საერთოდ არ აქვთ დახარჯული.

Comments
Loading...