- Advertisement -

პრეზიდენტი: ადამიანები ამბობენ ტელეფონში ვერ გეტყვიო და თურმე, უსაფრთხოებას მე ვასუსტებ

914

"რამდენი ასეთი რამ მოვისმინე ამ დღეებში, რომ თურმე ერთ მხარეს არის დაცული მოქალაქწ, მეორე მხარეს არის თურმე დაცული სახელწმიფო, არა ბატონებიო, დაცული მოქალაქე უდრის დაცულ სახელმწიფოს",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა. 

"თუ ჩვენი პირადი ცხოვრება არ არის დაცული, თუ ჩვენ გვეშინია, რომ გვისმენენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დაუცველი. თქვენ იცით, რომ ამ კანონპროექტს მაშინ მე ვეტო დავადე. თურმე, მე ქვეყნის უსაფრთხოებას ვასუსტებ იმ ფონზე, რომ ათობით და ასობით ადამიანი ერთმანეთს ეუბნება ტელეფონში ვერ გეტყვიო. ეს ფრაზა იცით საიდან მოდის, ტელეფონში ვერ გეტყვიო? – კომუნისტური პერიოდიდან, იმ საზოგადოებაში ყველას ეგონა, რომ КГБ უსმენდა",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...