- Advertisement -

პრეზიდენტი: არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში

351

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონტრტერორისტულ სპეცოპარაციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიამიტურ განცდას, რომ საშიშროება არ არსებობს, პასუხი გაეცა.

"ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა. მაგრამ, კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მიამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა. შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში ",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

Comments
Loading...