- Advertisement -

პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდება

444

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით ის აზერბაიჯანში, ბაქოს საპყრობილეში აღმოჩნდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, მუხთარლის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თბილისის ცენტრიდან ასე გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში , აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული და ფაქტს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევენ.

Comments
Loading...