- Advertisement -

პრეზიდენტი: ვეტოს დაძლევა საზოგადოებას ისე მიაწოდეს, გეგონება ახალი ქარხანა გაიხსნა

533

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის მიერ დადებული ვეტოების ისტორიას იხსენებს და აცხადებს, რომ მან პირველი ვეტო "ფარული მოსმენების" შესახებ კანონპროექტს დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია.

"პირველი ვეტო დაიძლია დიდი წარმატებით და ეს საზოგადოებას ისე მიაწოდეს, გეგონება ახალი ქარხანა გაიხსნა, ან ახალი საერთაშორისო შეთანხმება დავდეთ, დასაქმების ახალი პროგრამა იქნა გაკეთებული, ასეთი დიდი ზარზეიმით მიაწოდეს საზოგადოებას, რომ დავძლიეთ პრეზიდენტის ვეტო. ცოტახანში საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. მეტიც, ის პუნქტები რაზეც მე შენიშვნები მქონდა, ამ კანონში წინადადებები ზუსტად ისე შეიიტანეს, როგორც მე მაშინ მქონდა წარმოდგენილი.

მეორე ვეტო ეხებოდა საბანკო ზედამხედველობის თემას. ვეტო რომ დავადე ლარის ვარდა დამიკავშირდა, ქვეყნის ეკონომიკა დავანგრიე, ძლივს იქნა ნაპოვნი დამნაშავე, რომლის გამოც საქართველოში არ მატულობს შიდა პროდუქტი იპოვეს დამნაშავე და დაძლიეს ის ვეტო. ახლა ზუსტად ის პუქნტები, რაც იმ ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, წარმოადგინეს, როგორც ახალი კანონი", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერში. 

Comments
Loading...