- Advertisement -

პრეზიდენტი: ვიწყებთ თანხმობის პროცესს, რომ კონსტიტუციის ხელისმომწერი ქართველი ხალხი იყოს

696

 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით იმისთვის, რომ კონსტიტუცია რეალურად იქცეს თანხმობის დოკუმენტად იწყებენ პროცესს "კონსტიტუცია ყველასია". პრეზიდენტის გაცხადებით, მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფი უნდა იყოს ჩართული და გამოხატოს თავისი პოზიცია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნება რომ კონსტიტუციის ხელისმომწერი ქართველი ხალხი გახდეს. 

"კონსტიტუცია არის თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი ნება თანაცხოვრების კონკრეტულ წესთან მიმართებაში. ეს არის თითოეული მოქალაქის კონტრაქტი თავის თანამემამულეებთან და სახელწმიფოსთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვფუნქციონირებდეთ როგორც ერი და სახელმწიფო, როგორ უნდა გავერთიანდეთ ერთიანი მიზნებისა და ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ამიტომ იმისთვის რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად ჩვენ ვიწყებთ პროცესს კონსტიტუცია ყველასია, რომლიც მიზანიც არის საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტერეს ჯგუფებს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულებების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას მივცეთ თავისი შესაძებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია ამ უმნიშვნელოვანეს თანხმობის დოკუმენტში. 

ამ პროექტის შიგნით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ყველას გამოთქვას თავისი აზრი და გვჯერა რომ ამ პროცესით მნიშვნელოვნად ხელს შევუწყობთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, იმიტომ რომ მთავარი შემკვეთის, მთავარი სულისჩამდგმელის ხმას და მოსაზრებას მას ნათლად გავაგონებთ. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელიც ყველამ იცით, იმედია, კითხვის ნიშანი საკონსტიტუციო პროცესში ჩემი ჩართულობისა გარკვეულ პასუხგაცემული იქნა. საუბარი იყო პრეიზდენტის არჩევის წესის შესახებ და სწორედ ქართული საზოაგდოების აქტიური ჩართულობის შედეგად ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხი არის, რომლის თაობაზე მე პირადად თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს. მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ, მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება თვითმმართველობის შესახებ, რას ფიქრობს იმის თაობაზე თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება საზოაგდოება ჩართული იყოს სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში. რამდენად და როგორ შეგვიძლია ჩენ გავააქტიუროთ მაკონტროლირებელი როლი საზოგადოებისა ჩვენს პატივცემულ პოლიტიკოსებზე. მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესს, არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით. 

პირველ რიგში ეს არის დახმარება როგორც მოგახსენეთ იმის თაობაზე რომ სახელწმფიო საკონსტიტუციო კომისიის პატივცემულმა წევრებმა რომლებიც დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი როდესაც უაღრესად მნიშვნელოვან თითოეულ მუხლზე მუშაობს, არ ფიქრობს პარტიული პოზიციიდან, არ ფიქრობს სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ერთადერთზე ფიქრობს, რის წაკითხვას მოინდომებდა ქართველი ხალხი ამა თუ იმ მუხლში, აი მათ ვეხმარებით, იმიტომ რომ ვაწვდით ქართული საზოგადოების მოსაზრებებს იმის თაობაზე რა გვინდა რომ ჩვენ ვიხილოთ კონსტიტუციაში. აგრეთვე ჩვენ ვეხმარებით კომისიას იმ თვალსაზრისით რომ მომავალი პროექტის როდესაც ის იქნება განხილვის პროცესში ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, გათვითცნობიერებული საკონსტიტუციო საკითხებში და ბევრად უფრო კვალიფიციურ დიალოგში შევა მომავალი პროექტის განხილვისას. 

ასე რომ, ჩვენ დღეს ვიწყებთ თანხმობის პროცესს, პროცესს გართიანებისა ღირებულებების ირგვლივ,  დისკუსიისა ღირებულებების ირგვლივ და პროცესს რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ იმ მიზანამდე რომ კონსტიტუცია რომელიც იწყება სიტყვებით, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, ამ კონსტიტუციის ხელის მომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...