- Advertisement -

პრეზიდენტი: ვხედავთ მცდელობას, რომ ვეტო იქნას გაშარჟებული, გაბაიბურებული

557

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როცა ვეტოს უფლებას იყენებდა, ხელისუფლება ცდილობდა ეს პოლიტიკურ კონტექსტში წარმოეჩინა. ვეტოს შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. 

"ყველა ეტაპზე როცა მე ვიყენებდი ვეტოს უფლებას, ვხედავდით მცდელობას რომ ეს ვეტო იქნას გაშარჟებული, გაბაიბურებული, ტერმინები, რომ ჩვენ ამას დავძლევთ, გეგონება ვეტოს დაძლევას რამე პოზიტივი მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის, ანუ პოლიტიკურ კონტექსტში იყო ეს მოწოდებული",-განაცხადა პრეზიდენტმა.  

გიორგი მარგველაშვილმა მის მიერ დადებული ვეტოების ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ პირველი ვეტო სწორედ მოსმენების კანონპროექტს ეხებოდა, მისივე თქმით მოსმენების პრობლემა საქართველოს მოსახლეობას ეხება. 

"უნდა ავაგოთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეების ენდობიან სპეცსამსახურებს, რეალურად ქვეყნის უსაფრთხოება იწყება ნდობით, რომელიც მოქალაქეებს აქვთ უსაფრთხოების სამსახურების მიმართ",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...