- Advertisement -

პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ალტერნატიულ დიალოგის ფორმატს სთავაზობს

440

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის ალტერნატიულ ფორმატს სთავაზობს, რომელსაც პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები უნდა დაესწრონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში უნდა გაიმართოს.

"ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი რთულ ფაზაშია, იმისთვის რომ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, ამ პროცესის წინაშე, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ეხლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა გარკვეული რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭრდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ ,მსჯელობასთან დაკავშირებით, აქ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნესასოციაციები და რომელი პროცესიც იქნება ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალური კონსენსუსი.

ეს მსჯელობა საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დოკუმენტი მივიღოთ არა ერთ პარტიულად, არამედ ფართ კონსესნსუსი საშუალებით,-განაცხადა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პირდაპირი დიალოგი შესთავაზა. 

Comments
Loading...