- Advertisement -

პრეზიდენტი: კონსტიტუციაზე დისკუსიაში მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობების ერთგული დავრჩეთ

479

"საქართელო ამაყია იმით, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხელმძღვანელი ქვეყანა ვიყავით. ეს მიღწევა, აღიარება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რაგდან ის ასახავს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობას, მისი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, იმას რომ ახალი დემოკრატიის ქვეყანა შედარებით ახალი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტით უკვე იმ სტანდარტების ფარგლებში მოღვაწეობდა, რომ აღიარებული იყო თავის კოლეგებს შორის",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საკონსტიტიციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე განაცხადა.

პრეზიდენტმა კონგერსზე მსოფლიოში გავრცელებულ ანტიევროპულ პროპაგანდაზე გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია კონსტიტუციაზე მიმდინარე დისკუსიაში საქართველო ევროპული ფასეულობების ერთგული დარჩეს.

"დღეს ამ დარბაზში ესწრებიან ადამიანები, ვინც ამ წლების განმავლობაში იყო შემოქმედი ამ სამართლებრივი პროცესის. დღეს არ არიან ადამიანები, ვინც ქმნის ერთიან მეგობრულ სამართლებრივ სივრცეს, ვინც აფუძნებს იმ ღირებულებებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის.

დემოკრატია,კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი, არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი ქვეყნები ვითარდება, მათ შორის ქართული საზოგადოებაც, რომელიც ამ ღირებულებებს ძალიან მაღლა და მნიშნელოვნად აღიარებს და აფუძნებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე ამ ღირებულებების მიმართ დასმული გარკვეული კითხვის ნიშნების შესახებ, ჩვენ ვართ მოწმე იმისა, ეს გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, მათ შორი ყველა ღირებულებით ისნტიტუტებს და მათ შორის სასამართლოს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც. სუვერენიზმი, ევრაზიალიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფთხოების სივრცე ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები, ბუნებრივია, რომ ეს პროპაგანდისტული კითხვები უნდა იქნას ჩვენს მიერ პასუხგაცემული. ეს დაპირისპირბა ევროპულ ფაესულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს, პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. საქართველოშიც ხანდახან გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი თითქოსდა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, რომ უმრავლესობის ნება უპირობოა და არ უნდა იყოს განხილული, ამ კონტექსტში მნიშნელოვანია რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება.

ამ პროცესში და იმ ცხოველ დისკუსიაში რომელიც მიმდინარეობს ამ პროცესის ირგვლივ, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ეს განსაკუთრებით, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, აქ ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მარავალპარტიულობის, კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება და იქმნება მთელი სახელმწიფო სისტემა. მე დაანონსებისთანავე ამ კონსტიტუციური ცვლილებებისა, ხაზს ვუსვამდი, რომ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სწორედ ამ სფეროში, განსაკუთრებით ორიენტირებით კონსენსუსზე და სწორედ კონსენსუსი, მაქსიმალური ჩართულობით მხარეების, მაქსიმალური დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა. შესაბამისად, დღეს იმ ძალიან საინტერესო დისკუსიაში, რომელიც გაიმართება თქვენს შორის დარმწუნებული ვარ ჩვენ დავინახავთ ბევრ საინტერესოს, მვისმენთ ბევრ საინტერესო აზრს და შეხედულებას იმ ძირითადი ევროპული ღირებულებების შესახებ, რომლის ირგვლივ გაერთიანებულია ჩემი ერი, ჩემი კულტურა, ჩემი საზოგადოება.

პატივცემულო სტუმრებო, დარწმუნებული ვარ დღეს, თქვენი ყოფნა საქართელოში გააძლიერებს ევროპულ სწრაფვას ჩემი ქვეყნისა და დაახლოევებს საქართველოს იმ ერთიან ევროპულ პროცესთან, რომლის მონაწილეც ჩემი ქვეყანა კულტურულად საუკუნეების განმავლობაში იყო",-განაცხადა მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...