- Advertisement -

პრეზიდენტი: კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა, ვფიქრობ, არაა ადეკვატური ნაბიჯი

540

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვლის განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსის მომხრე და ერთგულია, სწორად არ მიაჩნია, რომ ეს კონსტიტუციაში და მით უმეტეს გარდამავალ დებულებებში უნდა ჩაიწეროს. ამის შესახებ მან კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პოლიტიკური შეთანხმების შედეგია. 

"მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე როგორც პრეზიდენტი მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და ჩვენს მისწრაფებაზე ნატოსკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი. 

ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი, მით უმეტეს ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი კონკრეტულად რაღაცა პოლიტიკური დისკუსიის თუ შეთანხმების შედეგი არის.

კონსტიტუციაში პოლიტიკური მიმართულებები ამა თუ იმ ალიანსში გაწევრიანება… მაშინ შეიძლება ჩაგვეწერა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს წევრი უნდა ვიყოთ. ამის ჩაწერა, მე რომ გითხრათ გულწრფელად, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამ კურსის მომხრე პოლიტკოსი ვარ, კონსტიტუციაში არ მიმაჩნია, რომ ეს უნდა ეწეროს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...