- Advertisement -

პრეზიდენტი კონსტიტუციურ ცვლილებებზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს

374

პრეზიდენტი არ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას, სადაც მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუცია უნდა დამტკიცებულიყო.

ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის რეზიდენციაში განუცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.

გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც.

Comments
Loading...