- Advertisement -

პრეზიდენტი: კოპერფილდს ვკითხოთ როგორ ხდება ადამიანის “A” პუნქტიდან გაქრობა და “B”-ში გაჩენა?

543

"თბილისში გაქრა ადამიანი და გაჩნდა ბაქოში. მთელი საზოგადოება, ბავშვს რომ ფოკუსს აჩვენებენ, ასე ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი "A" პუნქტში ქრება და "B" პუნქტში ჩნდება?", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან, აფგან მუხთარლთან დაკავშირებით განაცხადა.

"არ ვიცი ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ თუ ვის უნდა ვკითხოთ, როგორ შეიძლება მოხდეს "A" პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და "B" პუნქტში გაჩენა? ამასთან დაკავშირებით თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ ამ პროცესებს, როგორ განვითარდება", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს იმიჯი ილახება, იმ ბრალდებებზე კი, რომელიც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში გამოითქვა, ადეკვატური პასუხი უნდა გაიცეს.

"საქართველოს იმიჯი ილახება, ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს. ის ბრალდებები, რმელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, ამას ადეკვატურად იქნას პასუხი გაცემული. პასუხი გაცემული უნდა იქნას, როგორც ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს გაეცეს პასუხი, ასევე ქვეყნის გარეთ", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...