საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზისპირა სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ასეთი ხელოვნური ბარიერი ევროპულ ქვეყანაში აუცილებლად დაიძლევა.
"მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფლებში კონკრეტულად, ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართულია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე. უსამართლობა რომელიც აქ ტრიალებს ბუნებრივია დაიძლევა, ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.