- Advertisement -

პრეზიდენტი ლიტვაში აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩავიდა

629

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვაში ჩავიდა. პრეზიდენტის ოფიციალურ დელეგაციაში პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთერთი პირველები გადავიდნენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.

დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში.

"აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან ჩამოვედით ევროკავშირის ქვეყანაში და ჩამოვედით საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით ღრმავდება. 

მე ვფიქრობ რომ ეს ნაბიჯი ყველა იმ შესაძლებლობას რაც ევროკავშრთან თანამშრომლობის თვალსაზირისითაა შექმნილი, გააღრმავებს და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებსაც",-განუცხადა პრეზიდენტმა აეროპორტში ჟურნალისტებს. 

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტეტები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...