- Advertisement -

პრეზიდენტი: მადლობა იმ ტრადიციების გაძლიერებისთვის, რომელიც ქართველებს კაჩინსკიმ აჩვენა

476

"ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივლითაც და ამავე დროს მადლიერებითაც შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც მის წინამორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მეძლევა შესაძლებლობა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, იმ მიღწევებისთვის, რაც საქართველოს აქვს. იქნება ეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ჩვენი ნატო-სთან გაფართოებული თანამშრომლობის პროცესი, თუ სხვა წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით.

ჭეშმარიტად პოლონელი ხალხი, ქართულ სახელმწიფოსა და ქართველების გვერდით დგას ისტორიულად. ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივლითაც და ამავე დროს მადლიერებითაც შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც მის წინამორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. მართლაც ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც მტრის არმია შემდიოდა საქართველოში, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთის პრეზიდენტი და დღეს მინდა პრეზიდენტ დუდას მადლობა ვუთხრა, იმ ტრადიციების გაძლიერებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს ბატონმა კაჩინსკიმ აჩვენა.

ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების თაობაზეც. ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგრც ვაჭრობის ასევე ტურიმზის, განათლების სფეროში. თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინაა და დარწმუნებული ვაერ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმირხივი ურთიერთობების გაღრმავებას.

ბატონო პრეზიდნეტო, მინდა ქართველი ხალის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმთ, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში. ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც რეგიონში ასევე მსოფლიოში, სიმშვიდე და სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი.

იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ის როლი, რომელსაც პოლონეთი თამაშობს, როგორც ვიშეგრადის კონტექსტში, ასევე სამი ზღვის თამაშრომლობის კონტექსტში, ასევე რეგიონის განვითარების კონტექტში იქნება ნამდვილად კიდევ უფრო გაძლიერებული და იგულეთ საქართველო, როგორც მტკიცე პარტნიორი ამ მიმართულებით", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...