- Advertisement -

პრეზიდენტი: მე არ მინდოდა ჩაკეტილ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობა

481

"ჩემ მიმართ ისმის კითხვა ,რატომ არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში და არ შევიდნენ ჩემი წარმოამდგენლები. იმიტომ, რომ მქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია. თანათავმჯდომარე უნდა ვყოფილიყავი მე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მან სწორედ ისეთ ფორმით გადაწყვიტა საკონსტიტუციო განხილვების გამართვა, როგორიც სწორი იყო, ხალხის ჩართულობით და არა ჩაკეტილი სივრცეში.

"რად მინდოდა თანამთავმჯდომარეობა? კონკრეტულად ამისთვის. მე არ მინდოდა საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის დოკუმენტებს, ისე რომ კომისიის წევრებმა არ აციან რა წერია. მე მინდოდა საზოგადოებრივი პროცესი. ვთქვი რომ მინდოდა და გავაკეთე კიდევაც. ეს კონსტიტუციური პროცესი მიმდინარეობს საზოგადოების სრული ჩართულობით",- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...