- Advertisement -

პრეზიდენტი: მინდა ვთხოვო მოხალისეებს, დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ!

380

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბაში გამძვინვარებულ სტიქიას გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოებისათვის და მოხალისეებს მოუწოდა, რომ დამოუკიდებლად არ იმოქმედონ.

პრეზიდენტის ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ეს დღეებია გმირულად ებრძის ხანძარს. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო მობილიზებულია, როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, როგორც ქართული ძალები ასევე მეზობელი სახელმწიფოს რესურსები. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესშია ჩართული. ძალიან მაღალი დონის კოორდიანაციაა, ბატონი პრემიერი და მინისტრები შესაბამისად იქ იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები. მადლობა მინდა ვუთხრა მოახლისეებს ვინც აქტიურად არიან ჩართულები, ამავე დროს მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური.

ასევე გვინდა გვითხრა მოსახლეობას, დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისთვის და ამ მომენტსი არანაირი პანიკის საშუალება არ არის, მითუმეტეს გამომდინარე იქედან რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც მობილიზებულები არიან. ხანძრის გავრცელების შესახებ ასევე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც ყველას გვაწვდის ინფორმაციას. მადლობა მედიას ამ საქმეში ასეთი ატიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთვი", – განაცახადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...