- Advertisement -

პრეზიდენტი: მოგიწოდებთ, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისგან თავი შეიკავოთ

670

პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, 2007 წელს იმედის დარბევის ფაქტიც გაიხსენა და მხარეებს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

"მინდა ყველას გავახსენო 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა იმედის დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისთვის, ფაქტიურად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ყველა მხარემ სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებებს მოუსმინოს, დაელოდოს და არ გადადგან მყისიერი ნაბიჯები. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრისას რუსთავი 2-ის თემა მუდმივად იყო წამოწეული და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკური პროცესად აღიქვამს. 

Comments
Loading...