- Advertisement -

პრეზიდენტი: მოვუსმინოთ ხალხს!

570

"ჩვენ საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის გაზრდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა, ამიტომ მოუსმინოთ ხალხს",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა პრობლემები კვლავ გადაუჭრელი ხდება, რომ ვერ ავაშენეთ სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და არ იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით  ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ აქვთ უმწეობის განცდა, სადაც არავის არ შია და არ სცივა",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...