- Advertisement -

პრეზიდენტი: მოქალაქე დაუცველია, როცა მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო

566

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახლემწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, თუ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაცული არ არის. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მოქალაქე დაუცველია, როცა ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო, მოქალაქე დაუცველია, როცა მას დევნიან  მისი განსხვავებულობის გამო, როცა მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო, მოქალაქე დაუცველია, როცა მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცველები, როცა მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით,როცა მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როცა პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა როცა მას უკანონოდ უსმენენ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...