- Advertisement -

პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას

123

"მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%-ს, ალბათ შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%-ს ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა, შემიძლია კიდევ შევუერთდე იმ 100%-ს ვისაც მიაჩნიაა, რომ ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი. ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანების პოზიციას ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორი, მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია რამდენად უნდა გვყავდეს ამის გამო ადამიანი ჩასმული ციხეში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ამ ზღვარის გავლება, ამ საზღვარის გავლების შინაარსიდან გამომდინარე, აქ საუბარია რომ ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ.
ეს არის სრულიად სწორი ღირებულებებიდან გამომდინარე და თავისუფლებაზე ორიენტირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...