- Advertisement -

პრეზიდენტი: ნარკომომხმარებლებმა თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ბედი

449

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

აღნიშნული შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა.

"დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან.

მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა.

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 

Comments
Loading...