- Advertisement -

პრეზიდენტი: ნუ იფიქრებთ ვის მოუგეთ და ვისზე ძლიერები ხართ, იფიქრეთ ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით

459

"ხელახლა ვადასტურებ, რომ შეკვეთა, რომელსაც საზოგადოება ქართულ სახელმწიფოს აძლევს, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, წარმატებით იქნება მიღწეული",-ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონიძიებაზე განაცხადა. პრეიზდენტმა დამოუკიდებლობასა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"საქართელო მტკიცედ დგას ამ გზაზე და მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, როცა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით. 

26 წლის წინ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავის დამოუკიდებლობა. ჩვენ შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის განვითარებას ხალხის ნებით და არა სხვა მიზეზით განაპირობებს, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია.

თავისუფალია ქვეყანა, რომელიც თავისუფალ საზოგადოებას ეფუძნება და თავისუფალია საზოგადოება, რომლის ყველა წევრი არის თავისუფალი.

თავისუფლება ძნელად არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ შენი თანამოქალაქის უფლებების აღიარებაშია. გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს, ამიტომ იმათ, ვისაც თავიუსფლება უმაღლს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე დღეს ვის მოუგეთ, ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ, იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი, ასე შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს ძლიერი საქართველო",-განაცხადა გიორგი მაგრველაშვილმა. 

Comments
Loading...