- Advertisement -

პრეზიდენტი: “ოცნებაში” ზოგისთვის ტემპერატურის აწევა პრობლემების გადასაფარად მოსახერხებელია

582

"მცდელობაა ეს ვეტო იქნას წარმოჩენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებაში",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა. 

პრეზიდენტის განმარტებით, თუ ხედავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები პოზიტიური არაა ქვეყნისთვის, ამაზე პოზიციის გამოხატვის ვალდებულება აქვს. 

"მაგრამ დამიჯერეთ, მეც, ტქვენც, მაყურებელსაც მობეზრდა ეს ტემპერატურის მუდმივი ხელოვნური აწევა, გეგონება აქ რაღაც ხდება. გარკვეული დეპუტატთა ჯგუფისთვის "ქართულ ოცნებაში" რა თქმა უნდა ეს მოახერხებელია, იმისთვის რომ გადაიფაროს არსებული პრობლემები, რომ ეკონომიკა ისე კარგად ვერ ვითარდება, რომ პრობლემები არის დასაქმების თვალსაზრისით. ბევრი პრობლემის გადასაფარად იმისთვის რომ ეთერი იქნას შევსებული, ეს დაპირისპირება მომგებიანია. ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, რომლის მომსწრენიც ვართ",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...