მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა იმ პრობლემაზე, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართულებით. პრობლემის მოგვარების ბერკეტი დეცენტრალიზაციასა და მეტ არჩევითობაშია",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართა.
მივმართავ პოლიტიკური პარტიებს, ახლოვდება თვითმმართელობის არჩევნები, ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა, გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და ამ საკითხებში თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვუჭერ მხარს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესტავაზეთ ძლიერი არჩევანი",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.