- Advertisement -

პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე!

479

შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება, უსაფრთხო შავი ზღვა კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა ბრიუსელის მომავალ სამიტზე გაამხვილა ყურადღება და საქართველოს პარტნიორებსა და ელჩებს მიმართა.

"მომავალ ბრიუსელის სამიტზე, მისი ფორმატიდან გამომდინარე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი,მივმართავ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე. ევროპული უსაფრყხოება მათ შორის საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება. 

Comments
Loading...