- Advertisement -

პრეზიდენტი: პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელ ან ყოფილ პრემიერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

531

არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება, პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ჩვენს საზოაგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მინდა მოგახსენოთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია, თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება, განათლების ხელმისაწვდომობა, საყოველთაობა, მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მირების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს",-განაცხადა გიორგი მაგრველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ქუთაისში საზოგადოებასთან შეხვერდისას, მოსახლეობამ ნათლად დააფიქსირა სურვილი პარლამენტის ქუთაისში დარჩენისა. 

Comments
Loading...