- Advertisement -

პრეზიდენტი: რამდენჯერაც გვითქვამს მოქალაქის მიმართ ჩავრეცხოთ,განვდევნოთ,ცუდად დაგვიბრუნდა

459

"ჩვენს ისტორიასაც რომ გადავხედოთ დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა ჩავრეცხოთ, განვდევნოთ, არ გვინდა, იმდენჯერ ძალიან ცუდად დაგვბუნებია, ამიტომ უზენაესი ღირებულება თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებაა",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. 

"ეს სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ მომავალშიც.

პოეტმა შეჯამა ჩვენი წარსული და მომავალი ასეთ ფრაზაში, სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი" და დღეს მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე ვინც იარაღით ხელში ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი ცხოვრებისეული მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა",-განაცხადა გიორგი მაგრველაშვილმა. 

Comments
Loading...