- Advertisement -

პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე: არ გავაკეთებ განცხადებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

642

 

"ქვეყანაში პოლიტიკურად დამოუკიდებელი და კრიტიკული, თანაც რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა, ეს არის პოლიტიკური პრობლემა, დანარჩენი საკითხები სასამართლო დავის თემაა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორიგ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება და ინსტიტუტების მდგრადობა, ბუნებრივია ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილი.

მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით არ გავაკეთე განცხადება თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია  სწორედ ამას ეხება.  არ უნდა იყოს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალინ მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ჩვენ არა კულუარულად და მე არასდროს არ ვაკეთებ განცხადებებს რაღაც კულუარულ ინფორმაციაზე, არამედ ღია ეთერით გვესმოდა ძალიან მძიმე შეფასებები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ჩარევა ღიად, განცხადებების ფორმით ამ პროცესში მიმდინარე დეტალებზე. შესაბამისად კიდევ ერთხელ, არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას არც სასამართლო შემადგენლობაზე და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მე მოგახსენებთ პოლიტიკურ შემადგენელს ამ პროცესისა", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...