- Advertisement -

პრეზიდენტი: საგანგებო სესიის დანიშვნაზე თხოვნას პარლამენტიდან, უარით ვპასუხობ

500

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს ამბობს პარლამენტის თხოვნაზე, კონსტიტუციის პროექტის განსახილველად დაინიშნოს საგანგებო სესია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი თვისობრივად ცვლის იმ პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ქართულმა საზოგადოებამ განიხილა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროექტი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული.

"გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო პროცესისთვის და რეფორმისთვის უმინიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. რეალურად, ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ.

ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან, ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა და მოლოდინიდან ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზირისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავრსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ რის თაობაზეც ჩვენ თავიდავე ვსაუბრობდით მაშინ, როცა იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია, იმ სულისკვეთებაზე, რომელზეც მოგახსენებდით, რომ ეს მიმართულია რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ ამ ვერსიამდე.

არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია, იმისთვის რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...