- Advertisement -

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ძნელი სათქმელია, ვის ინტერესებს გამოხატავს დოკუმენტი

496

"ფაქტობრივად, ძნელი სათქმელია, ვის ინტერესებს, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, იწყება სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" და სულისკვეთება უნდა იყოს, რომ ეს არის აბსოლუტურად ყველას დოკუმენტი.

"ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია; როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები; როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ; ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...