- Advertisement -

პრეზიდენტი: საკონსტიტუციო კომისიაში შესვლით ხელს მოვაწერდი თამაშის წესებს, რომელიც არასწორი იყო

331

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას რომ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა მიეღო, „ხელს მოაწერდა იმ თამაშის წესებს“, რომელიც მისი შეფასებით, არასწორი იყო.

პრეზიდენტის თქმით, ის თავიდანვე აფიქსირებდა პოზიციას, რომ კომისიის წევრებს შორის კონსესუსი ვერ შედგებოდა.

„საკონსტიტუციო კომისიაში რომ შევსულიყავი, ხელს მოვაწერდი იმ თამაშის წესებით თამაშს, რომელიც მერე ნათლად გამოჩნდა და ყველამ დაინახა, რომ იყო არასწორი.

მე მგონი უნდა მივხვდეთ იმას, სადმე რომ შედიხარ, თამაშის წესები უნდა იცოდე. მოედანზე რომ შედიხარ, რა თამაშს თამაშობ, ჭადრაკს თამაშობ თუ ჭიდაობ. პირველ რიგში მე უნდა მეთქვა საზოგადოებისთვის სიმართლე. ეს არის ჩემი კონსტიტუციური მოვალეობა, გარდა მორალური ვალდებულებისა, მოქალაქეობრივი ვალისა. მე ვთქვი, რომ ეს კომისია არაკონსესუსურია. მაგრამ, არა მხოლოდ ეს სიმართლე ვუთხარი საზოგაოდებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყე კონსტიტუციაზე საუბარი და ამ თემის აქტუალიზაცია.

მე ეს პროცესი გავიტანი საზოგაოდებაში, უნივერსიტეტებში, შეხვედრებზე, მე ეს პროცესი გავხადე საჯარო. ეს უნდა გამეკეთებინა, როგორც კონსტიტუციის გარანტს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში. 

Comments
Loading...