- Advertisement -

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას: რატომ გაბრაზებთ განსხვავებული აზრი? მეკამათე!

511

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რატომ აბრაზებს უმრავლესობას განსხვავებული აზრი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტში კამპანია #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"რატომ გინდათ ყველა ერთ აზრზე იყოს და დალაგდეს… უფრო ჯანმრთელი არ არის როცა კრიტიკის საშუალება გვაქვს. ამას ვეუნები საპარლამენტო უმრავლესობასაც, რატომ გაბრაზებთ განსხვავებულია აზრი? მეკამათე! ისედაც ხომ მომიგებ 113-ზე მეტი ხმა გაქვს, მაგრამ მოგეწონოს ის, რომ არსებობს განსახვავებული აზრი", – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე ვეტოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტო ფორმალური, თუმცა პოლიტიკური პროცედურაა. 

"წამოიდგინეთ, კანონის მიღებას სჭირდება 76 ხმა, თუმც იგივე რაოდენობის ხმებია საკმარისი ვეტოს დასაძლევად. ეს ფაქტობრივად პოლიტიკური აბსურდია. იურიდიული ძალა ვეტოს ძალინ ცოტა აქვს, მაგრამ პოლიტიკური ძალა აქვს",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...