- Advertisement -

პრეზიდენტი: საქართველოდან ადამიანის გაქრობა სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა

533

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანის გაქრობა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა. ამის შესახე მან აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მისი ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით, პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერი როლის რეგიონში, ეს არის ჩვენი სიმაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილიც. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. 

მეორე, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელია და გასანაალიზებელია, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალიქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა არის ჩვენი სახელმწიფობრიობისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბუნებრივია თავის პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ.

Comments
Loading...