- Advertisement -

პრეზიდენტი: საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არაა, საქართველო ევროპული ქვეყანაა

451

"არცერთი შემთხვევა ახალი ბარიერის გავლებისა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არა მარტო ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, არამედ თქვენს მიერაც, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო. იმიტომ რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება ხოლმე იქ სადაც ის ხდება, ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედლებს მოყვება ხოლმე თავისი ექო სხვა შემთხვევებში", – ასე მიმართა საერთაშორისო დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა".

"ჩვენ ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებთ, იყვნენ ძალიან პრინციპულები როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია.

ამიტომ ჩვენ ვარ ყოველთვის მზად, ვიყოთ პრინციპულები ველოდებით ხოლმე თქვენგან ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებებს იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...