- Advertisement -

პრეზიდენტი: უმრავლესობასთან შეხვედრისთვის მზად ვართ

395

საქართველოს პრეზიდენტია გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კონსტიტუციის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო, თუმცა მასზე კონსტიტუციის შესახებ არ უსაუბრიათ.

"კონსტიტუციური საკითხები ამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ განხილულა. მზადყოფნა შეხვედრისთვის ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია. სავსებით კონსტრუქციული იყო დღევანდელი შეხვედრა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით 26 სექტემბერს მიიღო, პრეზიდენტმა აუდიენცია მმართველ გუნდს შესთავაზა, თუმცა ჯერ აღნიშნული შეხვედრა არ შემდგარა.

Comments
Loading...