- Advertisement -

პრეზიდენტი: უშიშროების სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განვიხილეთ

359

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა, ეს დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა დასამტკიცებლად. ასევე, ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება. ვისაუბრეთ ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის საკითხებზე. ამასთან, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება",-განაცხადა პრეზიდენტმა.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას საბჭოს ყველა მუდმივმოქმედი წევრი დაესწრო.

Comments
Loading...