- Advertisement -

პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: საზოგადოება უგემოვნო პიარ ომის მაყურებელი გახდა

540

"როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე სამსასხურეობრივი საქმიანობის შესრულების გამო მოხდა თავდასხმა. აქ ვიდეოკასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან ლაშა თორდიასთან შეხვედრისას საუბრობს და აცხადებს, რომ ე.წ ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებამ კითხვებზე პასუხები უნდა მიიღოს.

"უგემოვნო პიარ ომია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მდაბიო პიარ ომი, რომლის მაყურებელიც მთელი საზოგადოება გახდა. ამას საზოგადოება იმიტომ გასცემს პასუხს, საზოგადოებისთვის გაკეთებულია ეს პიარ ომი.

დღეს როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს ამ საკითხზე, რაღაც პიარ ომის გარდა. მე ვკითხულობ, რომ როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველას დაგვიბრუნდება. პირველ რიგში დაგვიბრუნდება თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მოხელეებს და პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე დაუბრუნდება საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ დღეს სამწუხაროდ ვხედავთ ერთიდაიმავე ტენდენციას.

მოხდება რაღაცა პრობლემური შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა და ამის მერე ვხედავთ რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის, უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში", -განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...