- Advertisement -

პრეზიდენტი ფაჩულიას: მადლობა იმისთვის, თუ როგორ გიყვარს შენი სამშობლო, წარმატებებს გისურვებ!

431

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და საერთაშორისო ასპარესზე პოპულარიზაციისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ზაზა ფაჩულია NBA-ის წევრი გახდა, გადაწყვიტა, თავისი გუნდის გამარჯვება სამშობლოში აღნიშნოს და NBA-ის თასი ჩამოიტანა.

ზაზა არის არა მარტო წარმატებული სპორტსმენი, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰყავს უამრავი გულშემატკივარი ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ გამოჩნდა ჩვენი მოქალაქეების სიყვარული ზაზა მიმართ, მაგრამ არა მხოლოდ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზაზა არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის, ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას არასდროს ივიწყებს, მაშინაც როდესაც ჩვენ გვიჭირდა, როდესაც იყო მომენტები და დღეები, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ და ლხინშიც, ზაზა ეხმარება ქართულ კალათბურთს. ჩემთვის ძლაიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც შენ წარმატებას, შენს საზოგაოდებას უზიარებ და უბრუნებ. მინდა მადლობა ვუთრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვის. ჩვენთან აქ არის ნაკრები, რომელმაც სულ ახლახანს მოიგო ლიტვის თასი, საერთაშორისო ტურნირი და ახლა ევრობასკეტისთვის ემზადება. თქვენც მინდა გისურვოთ წარმატება.

ზაზა მადლობა მინდა გითრა იმისთვის, თუ როგორ გიყვარს შენი სამშბოლო და როგორ არასდროს ივიწყებ საქართველოს. წარმატებები მინდა გისურვო", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...