- Advertisement -

პრეზიდენტი ქართულ დიპლომატიას: თქვენ დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ

417

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველამ იმ გამოწვევამ და დაპირისპირებამ, რომელიც 2008 წლიდან იყო, ქართული დიპლომატიის „მხრებზე გადაიარა“, თუმცა ქართულმა დიპლომატიამ ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგო . ამის შესახებ პრეზიდენტმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ ასე წარმატებით აკეთებთ, და უპირსპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას, რუსულ დიპლომატიას, და ამ დაპირსპირებაში ხართ გამარჯვებულები“, – მიმართა გიორგი მარგევლაშვილმა ქართული დიპლომატიის წარმომადგენლებს. 
მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს. 

„პარტნიორი სახელმწიფოები ამ არ აღიარების ბრძოლად ძალიან აქტიურად აწარმოებენ თქვენთან ერთად. ეს მადლიერება ეკუთვნის იმ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას , იმისთვის რომ მიზანი, საქართველოს ისტორიული უსამართლობის, არ აღიარების, იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა ემყარება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას – საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, მედია… 

„ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ის თავის მხრივ უფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...