- Advertisement -

პრეზიდენტი: ღმერთმა დაგვიფაროს, მხოლოდ ერთი ადამიანი, ან პოლიტიკური ძალა იყოს მართალი

543

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით დეგრადირებულია ქვეყანა, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა წყვეტს ყველა საკითხს. ამის შესახებ მარგველაშვლმა ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

"არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას. უნდა მიიღო ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა. სხვანაირად ფიქრობს, შენ უფრო მართალი ხარ, მაგრამ ისიც შენი მოქალაქეა. უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ერთიან საქართველოში ვცხოვრობთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ. ეს იქნება ჩვენი ბუნების გამრუდება. არასდროს არ ყოფილა ქართული სიმღერა ერთხმოვანი, ყოველთვის იყო მრავალხმოვანი. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველას აზრი ერთიანი. ეს ნიშნავს ეგრადაციას და ეგეთი ქვეყნები არც არსებობს. ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა.

ამიტომ, მე ველი ისეთ საქართველოს, სადაც გვეყოლება 3-4 პოლიტიკური ძალა, სადაც მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდებათ მეორე ძალის განადგურება, ციხეში ჩასმა და პირისაგან მიწისა აღგვა. ასეთ საქართველოს ველი და იმედია, მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებები აქეთ გადაგვადგმევინებს ნაბჯის",- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...