- Advertisement -

პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო

322

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდის" გაცებილ ხანძარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს".

Comments
Loading...