- Advertisement -

პრეზიდენტი: ჩვენთან ერთად არის პიროვნება, რომელიც გვერდში გვედგა ყველაზე რთულ საკითხებში

493

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს მხადრდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ პრეზკონფერეციაზე განაცხადა, ლატვიის პრეზიდენტი ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს ასევე რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ. გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორიოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვიას და საქართველოს შორის მეგობრობა არის გარანტი როგორც რეგიონების ასევე საქართველოსა და ლატვიის პოზიციტიური განვითარების.

"იმ სახელწმიფოს მეთაური რომელმაც არა ერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ჩვენთან ერთად არის პიროვნება, რომელიც ასევე წლების განმავლობაში გვერდში გვედგა ყველაზე რთულ საკითხებში, ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის მართლაც გამორჩეული მეგობარი და მე პირადად მინდა მას მადლობა ვუთხრა საქართველოს ასეთ მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ რომელსაც საქართველო და ლატვია ავითარებს ქართველი და ლატვიელი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას.

საქართველოს და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც განხორციელდება, ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებით, სამხედრო სფეროში.

მინდა ავღნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი როცა ეს შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონის თანამშრომლობას, ამ მიმართულებით მართლაც ძალიან საინტერესო პროექტები არის შესაძლებელი და რეგიონების ეკონომიკური დაკავშირების ერთიანი ხედვა დაწმუნებული ვარ, ჩვენ მიგვიყვანს ამ პროექტების განხორციელებამდე.

იმ გზაე რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია რომელიც არის ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რომლის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, რეალურად ჩვენ გვაქვს ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა, ამ ხედვის კონტექსტში ბუნებრივია სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს და მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

ლატვიას და საქართველოს შორის მეგობრობა არის გარანტი როგორც რეგიონების ასევე ჩვენი ქვეყნების პოზიტიური განვითარებისკენ",-განაცხადა პრეზიდენტმა

Comments
Loading...