- Advertisement -

პრეზიდენტი: ჩვენს მიწაზე არ ვცნობთ არანაირ მავთულხლართს, თხრილს და “კალაშნიკოვიან” ადამიანს

430

 

დღეს 2008 წლის აგვიტოს ომიდან 9 წელი გავიდა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას.

რუსეთი ცდილობს ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით თუ გადაცდომით და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს ან არანაირ თხრილს, არანაირ „ავტომატიან-კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

დაბრუნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა არის ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაში, არაფრისდიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს რაიმე ფორმით გაყოფილი ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასეიქნეა და ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ტერიტორების მთლიანობას და სუვერენიტეტს“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთის, ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

Comments
Loading...