- Advertisement -

პრეზიდენტი: ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმს მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად ვგმობთ

549

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამწუხარო თარიღია – ტარდება რეფერენდუმი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე",-ამის შესახებ პრეზიდენტმა 9 აპრილის გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც 28 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად; მათთან ერთად, ვისაც სჯერა საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების; მათთან ერთად ვისაც სჯერა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც შენ გყავს ამ ტერიტორიებიდან იძულებით განდევნილი აქ მაცხოვრებელი ენდემური მოსახლეობა; რომელსაც სჯერა, რომ მიუღებელია მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და არ იღებს იმ ანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ინიცირებულია, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლის – რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ ძალიან მტკიცედ, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვგმობთ ამ აქტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს და, ბუნებრივია, მას არავინ მიიღებს და გაითვალისწინებს",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...