- Advertisement -

პრეზიდენტი: ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობას პრინციპულად პრობლემურად მივიჩნევ

475

"ურთულეს ვითარებასა და გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაშია, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია",-ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

"ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერმინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი",-განცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...