- Advertisement -

პრეზიდენტი: ჯერ არავინ მომრევია

607

"ექსპერტები მეკითხებიან, რატომ გამოიყენე ვეტო, მაშინ როცა ზუსტად იცი, რომ დაიძლევა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტში კამპანია #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"მერე რა რომ დაიძლევა? ამის გამო არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში? ისინი ჩემი მტრები კი არა კოლეგები არიან და მინდა ჩემი აზრი გავაგებინო. ის, რომ გამოუცდელები არიან და ამაზე ღიზიანდებიან სხვა თემაა. არაერთხელ უთქვამთ, ეს ხომ არის ვეტო ვეტოსთვი,. ხომ იცი რომ მოგერევიან, მორევა რა მოსატანია, ჯერ არავინ მომრევია. მთავარი ის არის, რომ მე ჩემი პოზიცია ვეტოთი ხალხთან მივიტანე. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა შტოები სხვანაირად ფიქრობენ. ვეტოები დაიძლია მაგრამ, რეალურად არ დაძლეულა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ან თვითონ ხელისუფლებამ შეცვალა, მაგალიათად ეროვნული ბანკის კანონზე ლარის კურსის მტრად გამომაცხადეს და ქვეყნის ეკონომიკის დამქცევად. დღეს კი, იგივე კანონი მიიღეს რასაც მე ვამბობდი. იგივე მოხდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, ახლა კი "მოსმენების კანონზე" ახალგაზრდა დეპუტატებმა ტერორიზმის ხელშემწყობად გამომაცხადეს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...