"რა თქმა უნდა, გარკვეული ცვილებებია მიღწეული წინ გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ ცოტა უცნაურია მე როცა მახსენებენ ამას ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მინახავს ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე",-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამაზე საინტერესოდ ილაპარაკა ქალბატონმა ინაშვილმა, მე რატომ მახსენებთ 2012 წელს? ან რატომ ედრებით 2012 წელს?! საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები და ამ პრობლემებს უნდა გაუსწორო თვალი. მესმის გაღიზინება იმასთან დკაავშირებით, რომ ამ პრობლემებს გიზიარებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სირთულეები გადასაჭრელია.
ესაუბრეთ საზოგადოებას , იარეთ ჩემთან ერთად რაიონებში, როგორც დავდივარ. ამაში არაფერია პრობლემური",- განაცხადა პრეზიდენტმა.
საკუთარი გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მზად არის როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელ ხლეისუფლებასთან სათანამშრომლოდ.